საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№39/29 - 01
09.08.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 26 ივლისის N12 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. გრიგოლ მოდებაძე - „ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად დამდგარი ზარალის შეფასება და ადმინისტრირება (თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები).“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
1.2. თორნიკე კორძაია - „ეკონომიკის ფინანსური სტიმულირების გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები.“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
1.3. პავლე მაღრაძე - „საქართველოს რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობის ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირება“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  სიმონ გელაშვილი
1.4. ნინო მაღრაძე - „საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფიული და სექტორული სტატისტიკა“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  სიმონ გელაშვილი
1.5. მარიკა შონია - „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის  ტენდენციები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  მერაბ ხმალაძე                             
1.6. რუსუდან სულაკაძე - „კომპანიის ფინანსური მდგრადობა: არსებული რეალობა და გაუმჯებესების გზები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ხათუნა ბარბაქაძე
1.7. მარიამ ბიწაძე - „ფისკალური  დეცენტრალიზაცია  საქართველოში:  რეფორმის  შედეგები, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ლეილა ღუდუშაური
1.8. თორნიკე ბუნიათიშვილი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის   უსაფრთხოების სფეროში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი დემურ სიჭინავა
2. ბიზნესის ადმინისტირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გრიგოლ ჭაავას, სადისერტაციო თემის: „უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური პერსონალის შერჩევის და ფორმირების პროცესების სრულყოფა ინფორმაციული  ტექნოლოგიების გამოყენებით (თსუ-ს მაგალითზე)“  ნაცვლად დაუმტკიცდეს: „დემოგრაფიული პროცესების რეგულირება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  დემურ  სიჭინავა;
3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი     გიორგი ღაღანიძე